პოლიტიკა
იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა
FaceBook
იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა.
პარტიაში აცხადებენ, რომ მან ახალ გაერთიანებასთან პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

"ზაზა მეფარიშვილს "საქართველოს განვითარების ფონდში" ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება კი ახალ გაერთიანებასთან ერთად მიზანშეწონილად არ ჩათვალა," – განაცხადეს პაატა ბურჭულაძის პარტიაში.

თავად ზაზა მეფარიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ მას "საქართველოს განვითარების ფონდთან" ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე ჰქონდა.

"მქონდა სურვილი სექტემბრიდან გამეგრძელებია პარტიული საქმიანობა, მაგრამ ამ ახალი გაერთიანებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მივიჩნიე," – აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა.

იმერეთის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, ის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას არც ერთ პარტიასთან არ აპირებს.

Print