პოლიტიკა
ქუთაისში "ნაცონალური მოძრაობის" ლიდერები ამომრჩეველს შეხვდნენ
FaceBook

ქუთაისში "ნაციონალურმა მოძრაობამ" N47 - ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიგი წერეთელი წარადგინა.


პოლიტიკური პარტიის წევრებმა ქუთაისელ ამომრჩევლებს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში სამოქმედო პროგრამა გააცნეს.

შეხვედრაზე მოსახლეობას სიტყვით ორგანიზაციის ახალმა წევრმა, სანდრა რულოვსმა მიმართა.

"მე ახალი დაბადებული პოლიტიკოსი ვარ დღეს - ფერიცვალების დღეს. გილოცავთ ფერიცვალებას. მე მჯერა ჩვენი გუნდის ღირსეული წევრების. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის კურსი შევცვალოთ, რადგან ყველანაირად ჩანს, რომ არ გამოუვიდათ. უნდოდათ, ჩვენ ვაცადეთ, მოველოდით რაღაცას, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი არაფერი გამოუვიდათ. ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ. ნამდვილად გვინდა, რომ კურსი ისევ შევცვალოთ, გავაგრძელოთ პროგრესი, წინსვლა საქართველოსი. ღირსეულ თანაგუნდელებთან ერთად გავაკეთებთ და 9 ოქტომბერს საქმეს შევუდგებით", - განაცხადა რულოვსმა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისელებს საარჩევნო სიის ათეულიც გააცნო.

პარტიის საარჩევნო სიის ათეულში დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია, რომან გოცირიძე, ნიკანორ მელია, გიორგი ტუღუში, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე და სერგო რატიანი არიან.



 

Print