პოლიტიკა
აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა
FaceBook
2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 224 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი. დაშავდა და დაიჭრა 2000-ზე მეტი ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა 150 ათასმა ადგილობრივმა, მათგან 30 ათასი დღემდე დევნილობაში რჩება.

რუსეთმა ორჯერ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, თბილისის, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები.

2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად, საქართველომ კონტროლი დაკარგა ახალგორის, ცხინვალისა და ზნაურის რაიონების 135 სოფელზე.

საქართველოს ტერიტორიაზე ცეცხლი 12 აგვისტოს შეთანხმების შედეგად შეწყდა. რუსეთი შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტებს დღემდე  უგულვებელყოფს.

1992-1993 და 2008 წლების რუსული აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას, მხარი ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ დაუჭირეს.

აგვისტოს ომიდან 8 წლის თავთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.


Print