პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა გვიშველოს
FaceBook
"ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა გვიშველოს", - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, დავით ბაქარაძემ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას მხარდამჭერებს.

მან დაპირებებიც გააჟღერა. ბაქრაძის განმარტებით, მცირე ბიზნესი, რომლის ყოველდღიური ბრუნვა არის 250 ლარზე ნაკლები, გათავისუფლდება გადასახადისგან, პენსია 50 ლარით გაიზრდება, ხოლო პედაგოგებისთვის იანვრიდან მინიმალური ხელფასი 650 ლარი იქნება.

ბაქარაძის თქმით,  ფინანსური დარღვევისთვის პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება და ის მხოლოდ დაჯარიმდება. ბაქარძის მტკიცებით,  "ნაციონალური  მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, სუსი და   ფინანსური პოლიცია გაუქმდება. 

"ჩვენ ურთულესი ოთხი წელი გამოვიარეთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამე დავკარგეთ - ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, ლარის სიმყარე, სიმშვიდე და სტაბილურობა დავკარგეთ" - განაცხადა დავით ბაქარაძემ. 

დავით ბაქარძემ  ქუთაისის სამ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად გია თევდორაძე, აკაკი ბობოხიძე და გიგი წერეთელი წარადგინა.

Print