პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ცესკო არჩვენებს საშუალოდ ჩაატრებს
FaceBook
ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტი "საზოგადოების განწყობა საქართველოში" პოლიტიკური კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
NDI -ის მიერ გამოკითხული 4 113 ინტერვიუერიდან 45% თვლის, რომ ცესკო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებს საშუალოდ ჩაატრებს.

შეკითხვაზე: თქვენი აზრით როგორ ჩაატრებს/ წარმართავს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ცენტრალური საარჩევნო კომისია? - გამოკითხულთა 27%-ის აზრით არჩევნები კარგად ჩატარდება, 8% -ის აზრით - ცუდად, ხოლო 15 %-მა კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" დააფიქსირა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტისტუტმა კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიდოში ჩაატარა. კვლევის საშუალო ცდომილება არის +/_2,1/ .

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. ამასთან, დამატებით შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებშიც მოხდა.

ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში განმარტავენ, რომ კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უკეთ იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.
Print