პოლიტიკა
ალასანიამ იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
FaceBook
ქუთაისში მაჟორიტრობისთვის გიორგი ხაზარაძე, გია გუმბერიძე და ლელა სებუა იბრძოლებენ.


"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე პარტიის ლიდერმა იმერეთის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ქუთაისში მაჟორიტრობისთვის გიორგი ხაზარაძე, გია გუმბერიძე და ლელა სებუა იბრძოლებენ.

ხოლო იმერეთის მუნიციპალიტეტებში: ბაღდათი/ხარაგაული - ზურაბ მაჭავარიანი;  ზესტაფონი - მალხაზ ბაბლიძე; ხონი/ვანი - გერასიმე მჟავანაძე; სამტრედია - ფატი მანჯგალაძე;  ჭიათურა - თემურ გაფრინდაშვილი და წყალტუბოში ვალერი ჩეჩელაშვილი დაასახელა.

"თავისუფალი დემოკრატების" გარდა, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები ქუთაისში "ახალი საქართველოს" ლიდერმაც დაასახელა.

18 ივლისს იმერეთის მასშტაბით "ქართული ოცნება" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20:00 საათზე დაასახელებს.

Print