ახალი ამბები
ქუთაისში "ახალი საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნატო დანელია დასახელდა
FaceBook
პოლიტიკურმა პლატფორმამ "ახალი საქართველო" ქუთაისში თამარ მეფის გამზირზე   ნატო დანელიას #47 საარჩევნო უბნის შტაბი გაიხსნა.

" მე ვიქნები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.თუმცა პრაიმერი აუცილებლად ჩატარდება იმისთვის, რომ დაზუსტდეს ვინ იქნება ჩვენი პარტიიდან წარდგენილი ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატად. ეს დემოკრატიული სამყაროს შემადგენელი პროცესოა " - განაცხადა პოლიტიკურმა პლატფორმა "ახალი საქართველოს" წევრმა, ნატო დანელიან.

შტაბის პრეზენტაციას დაესწრო პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც მოსახლებას შეხვდა და საარჩევნო გეგმები გააცნო "ხალხს სჭირდება საქმის მკეთებელი ადამიანები პოლიტიკაში . ჩვენი პროგრამის მთავარი მიმართულება არის ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, ყველა რეგიონს ჰქონდეს საკუთარი განვითარებსი გეგმა, განსაკუთებით ქუთაისს, რომელსაც ნამდვილად დიდი პერსპექტივა აქვს და განვითარდეს სოფელი. ამ მიმართულებით გვექნება დაუღალავი მუშაობა" - განაცხადა პოლიტიკურმა პლატფორმა "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

როგორც, პოლიტიკურ პლატფორმაში აცხადებენ პრაიმერი 25 ივლისს ჩატარდება.

Print