პოლიტიკა
თემურ ცამციშვილი - მერიამ კომისიის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მომცა
FaceBook
"ახალი პოლიტიკური ცენტრის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს თემურ ცამციშვილს ქუთაისის მერიაში გამართულ კომისიის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა. აღნიშნული კომისია სოციალური საცხოვრისის მოწყობის საკითხებს შეისცავლიდა და ამისათვის საგანგებოდ შეიქმნა.


"ქალაქის მერს წერილობით მივმართე, რომ კომისიის საქმიანობაში ჩართვის საშუალება მოეცა, იმიტომ რომ ეს საკითხი მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიმიღია. დღეს კომისიის სხდომის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მივედი, თუმცა მერიაში მითხრეს, რომ სხდომა უკვე დამთავრდა. იმიტომ რომ იმაზე ადრე დაიწყეს ვიდრე გამოცხადებული ქონდათ", - აღნიშნა თემურ ცამციშვილმა.

ქუთაისის მერიაში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სოციალური საცხოვრისის მშენებლობის კონკურსი შედგა . კონკურსი 24 ივნისს გამოცხადდა. კომისიამ კონკურსში მონაწილე კომპანიების დოკუმანტაციებს გაეცნო და პირველი ეტაპის გამარჯვებულიც გამოავლინა.


თემურ ცამციშვილის თქმით, კანონმდებლობა ავალდებულებს ადგილობრივ თვითმმართველობას ელექტრონული ტენდერი გამოაცხადოს და ისე შეარჩიოს კომპანია, რომელიც სოციალურ საცხოვრისს ააშენებს. " რატომ ხვდება კომისია სამშენებლო კომპანიებს და რა სჭიროა ეს კომისია ? ამაზე მქონდა შეკითხვები. მაგრამ კომისიის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მომცეს", - ამბობს თემურ ცამციშვილი.

გირჩის ერთ- ერთ ლიდერს მერიაში პასუხობენ, რომ "ახალი პოლიტკური ცენტრი" არის პოლიტიკური სუბიექტი. ამიტომ კანონი კრძალავს მის საბიუჯეტო საკითხების განხილვაში ჩართულობას. "თემურ ცამციშვილმა კეთილი ინებოს და ჩაიხედოს კანონში",- აცხადებენ მერიაში.

კონკურსი 24 ივნისს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა შ.პ.ს ,,სანომ"მიიღო.



Print