ახალი ამბები
"ქართული ოცნება" იმერეთში მაჟორიტარობის კანდიდატებს 18 ივლისს წარადგენს
FaceBook
კოალიციის იმერეთის ბიურის ხელმძღვანელი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა ქუთაისში "ბალახვანში" მოხდება.


კოალიცია " ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" 18 ივლისს იმერეთის მასშტაბით მაჟორიტარ დეპუტატებს წარადგენს.

კოალიციის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი, გიორგი ჭიღვარია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა ქუთაისში, "ბალახვანში" მოხდება.

" იმერეთის მასშტაბით მოხდება მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა. შეხვედრა ბალახვანში ასსაფეხურიან კიბესთან საღამოს 8 საათზე დაიწყება," - აცხადებს
გიორგი ჭიღვარია.

2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ქუთაისში ამომრჩეველს ერთის ნაცვალად სამი მაჟორიტარის არჩევა მოუწევთ.

Print