პოლიტიკა
"წადით"– წარწერა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების კარებზე
FaceBook
"წადით" – ასეთი წარწერა დახვდათ ქუთაისის საკრებულოს დეპიტატებს სამუშაო კაბინეტის კარებზე რამდენიმე დღის წინ. აღნიშნულის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, თეიმურაზ ნადირაძემ დღეს საკრებულოს სხდომაზე  განაცხადა. მისი თქმით, წარწერის ავტორი უნდა დაისაჯოს და საქმის მოკვლევა უნდა დაიწყოს. 'სირცხვილია ასეთი წარწერები გვხვდებოდეს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. ამ წარწერის ფოტო და ვიდეომასალა არსებობს. დღეს პლაკატით ვინც იდგა იმისი გაკეთებულია და თავადაც აღიარა ეს", – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს დეპუტატმა.
"ჯერ ყვითელი ბარათი მოგვცენ და მერე წავალთ. ასე უცებ სად წავიდეთ", – ასეთი რეპლიკით გამოეხმაურა კოლეგას, უმრავლეობის წევრი ვიქტორ დოლიძე.
თეკლე მორგოშია

Print