პოლიტიკა
„გირჩმა“ ტყიბულში რაიონული ოფისი გახსნა
FaceBook
ოფისს პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი რატი გიორგაძე უხელმძღვანელებს

"ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა -გირჩი" ტყიბულში ოფისი გახსნა.

პარტიის წარმომადგენლობა გამსახურდიას #27 -ში იფუნქციონირებს. რაიონულ ოფისს პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი რატი გიორგაძე უხელმძღვანელებს.

ოფისის გახსნას "გირჩის" ლიდერები დაესწრნენ. მათი თქმით, ახალი პოლიტიკური ცენტრის უმთავრესი მიზანია, პოლიტიკისკენ გზა ახალ ადამიანებს გაუხსნას.

"გირჩმა" იმერეთში მეხუთე ოფისი გახსნა.

Print