პოლიტიკა
პოლიტიკურ პარტიებს ერთ თვეში 2 მილიონამდე ლარი შესწირეს
FaceBook
"ხელისუფლების კეთილგანწყობა პირდაპირპროპორციულად აისახება პარტიის ანგარიშზე და შემოწირულობების რაოდენობაზე"


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობის სახით 1 957 899, 07 ლარი მიიღეს.

13 პარტიას შორის ყველაზე მეტი თანხა, 1 370 745 ლარი "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" ერგო. მომდევნო ადგილებს შემოწირულობიდან მიღებული თანხების მიხედვით "ახალი პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო - ხალხისთვის" - 266 407,72 ლარი; "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 113 064,50 ლარი; "გირჩი" - 81 295,53 ლარი და "ნაციონალური მოძრაობა" - 54 049,32 ლარით ინაწილებენ.

ყველაზე ნაკლები თანხა, 120 ლარი კი "საქართველოს კონსერვატიულ პარტიას" ერგო.

პოლიტიკური პარტიების ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მიღებული თანხა პირდაპირპროპორციულია ამომრჩევლებისა და საზოგადოების განწყობის.

მაგალითად, პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია ირწმუნება, რომ პარტიას თანხა იმ ადამიანება შესწირეს, რომლებიც მათ მხარს უჭერენ.

განსხვავებული შეფასება აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს და საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გია თევდორაძეს. ის ამბობს, რომ პარტიისთვის შეწირული თანხები პირდაპირპროპორციულია არა საზოგადოების განწყობის, არამედ ხელისუფლების კეთილგანწყობის.

"ეს ასე იყო აქამდე ყოველ შემთხვევაში. "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც, ეს შეგიძლიათ პირდაპირ ჩემს აღიარებად ჩათვალოთ, მაგრამ ასე იყო შევარდნაძის და არის ბიძინა ივანიშვილის დროსაც. ხელისუფლების კეთილგანწყობა პირდაპირ პროპორციულად აისახება პარტიის ანგარიშზე და შემოწირულობების რაოდენობაზე", - განმარტავს გია თევდორაძე.

2016 წლის პირველი სამი თვის (იანვარი, თებერვალი, მარტი) მიხედვით ყველაზე მეტი შემოწირულობა, 165 058 ლარი "გირჩმა" მიიღო. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 14 პოლიტიკურ პარტიას ფიზკური პირებისგან 28 476 ლარის შემოწირულობები ერგოთ.

Print