ახალი ამბები
„SMK“ ქუთაისში გზის რეაბილიტაციის შეფერხების მიზეზად არამდგრად ამინდებს ასახელებს
FaceBook

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ბრალდებებს ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის გაჭიანურების შესახებ, "SMK" პასუხობს.



ორგანიზაცია "გაერთანებული წყალმომარაგების კომანიის" ქვეკონტრაქტორია, რომელიც ქალაქის მასშტაბით წყლის მილების რეაბილიტაციის გამო, გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

თურქულ კომპანია "SMK"-ში აცხადებენ, რომ სულხან-საბას ქუჩაზე დაზიანებული ასფალტო ბეტონის საფარის აღდგენა, ცუდი ამინდების გამო შეფერხდა.

"არამდგრადი ამინდების გამო გართულდა სამუშაოების შესრულება. გარდა ამისა, მიწისქვეშა კომუნიკაციებს მრავალჯერადი შემოწმება ესაჭიროება, რაც თავის მხრივ, ასევე დროს მოითხოვს. ამის მიუხედავად, ჩვენ ვადებს არ დავარღვევთ", - განაცხადა კომპანია "SMK"-ს დირექტორმა, უნსალ იუზერეროღლუმ.

მისივე თქმით, ავანგარდის დასახლებაში გზა მიმდინარე კვირის ბოლომდე აღდგება. ქალაქის მასშტაბით კი კომპანია სამუშაოებს დადგენილ ვადებზე ადრე შეასრულებს.

პროექტით გათვალისწინებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები "SMK"-მ 2018 წლის ივნისამდე უნდა დაასრულოს.

პარტია"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ქუთაისის მერს, სამუშაოების გაჭიანურების გამო, კომპანიის დაჯარიმება და მის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება მოუწოდა.

 

 

Print