პოლიტიკა
"ქუთაისიდან "ნაციონალების" აქციას 2500-მდე მხარადამჭერი შეურთდება"
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხვალ  დაგეგმილ აქციაზე ქუთაისელი "ნაციონალები" და მათი  მხარდამჭერები 10:00 საათზე სპორტის სასახლის ტერიტორიიდან გავლენ. ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით,  აქციას  ქუთაისიდან 2500-მდე მხარადმჭერი შეურთდება.
"გვინდა რომ ორგანიზებულად წავიდეთ ყველა ერთად. აქციაზე ძალიან ბევრი  ისეთი ადამიანი მიდის, რომელიც ადრე ჩვენი მხარდამჭერი არ იყო. მაგრამ იმის გამო რომ  "ქართულმა ოცნებამ" მათ იმედები გაუცურა, ჩვენს აქციას შეურთდებიან", -   განმარტავენ  "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობას 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე წასვლას უკრძალავენ
"ნაციოანლური მოძრაობის" წარმომადგენლების განმარტებით, აქცია გაიმართება თბილსში, თავისუფლების მოედანზე. მანამდე  კი, იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების რევოლუციის მოედანზე, მეორე ე. წ. კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. აქცია დაიწყება თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის. მთავარი მოთხოვნა კი, მთავრობის გადადგომ
იქნება. 
თეკლე მორგოშია 

Print