პოლიტიკა
სერგო რატიანი - ჩვენ შევძლებთ ოქტომბერში გამარჯვებას
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის", მიერ წარდგენილმა კანიდატებმა ორ რეგიონში ოზურგეთსა და ზუგდიდში ხმათა უმრავლესობა მიიღო.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლი  სერგო რატიანი შუალედური არჩევენების შედეგებს აფასებს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განმარტებით, 22 მაისს კენჭისყრის დროს ამომრჩევლების დაშინებას და ფიზიკურ დაპირისპირებას ქონდა ადგილი. 

"მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ქონდა  სუსის მიერ მოსახლოების დაშინებას, მიუხედავად იმისა რომ ადგილი ქონდა შეკვეთილ ფიზიკურ ძალადობას ჩვენ მაინც მოვიპოვეთ რამდენიმე ოლქში გამარჯვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სოციალური კვლევა არჩვენებდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყო პირველ ადგილზე,  მაგრამ დღეს  უკვე ცხადად შეგვიძლია ვთქვათ რომ  "ნაციონალური მოძრაობა" ოქტომბერშიც შეძლებს გამარჯვებას", - აცხადებს ქუთაისიპოსტთან საუბარში სერგო რატიანი. 

22 მაისის ჩატარებული  შუალედური არჩევნების შედეგად, "ნაციონალური მოძრაობის", მიერ წარდგენილმა კანიდატებმა ორ რეგიონში ოზურგეთსა და ზუგდიდში ხმათა უმრავლესობა მიიღო.

22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოების შუალედური არჩევნები 7 ოლქში, თბილისის (გლდანი), გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარ­ის თემები); კასპის (მეტეხის თემი); ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართა.

Print