პოლიტიკა
მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს მისი ნება - პრეზიდენტის მოწოდება არჩევნებში ჩართვისკენ
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის მსახლეობას არჩევნებში აქტიურად ჩართვისკენ მუწოდა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ქუთაისში კადეტთა ლიცეუმში ვიზიტის დროს ისაუბრა.

"მე მჯერა, რომ ახალგაზრდობა და საზოგადოება იქნება აქტიურად თანაშემოქმედი პოლიტიკური პროცესისა. მჯერა, რომ ერთიანად შევცვლით და განვამტკიცებთ საზოგადოებას, შევქმნით სახელმწიფოს და არავინ არ მოაკლდება ამ პროცესს. ამ თვალსაზრისით, წელს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს მისი ნება," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომელიც კადეტთა ლიცეუმის მონახულებით დაიწყო.

გიორგი მარგველაშვილმა ლიცეუმის სასწავლო ცენტრი, ბიბლიოთეკა და კადეტების საცხოვრებელი დაათვალიერა.

ის, ასევე დაესწრო დავით კაკაბაძის სახელმწიფო გალერეაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის ფარგლებში მიმდინარე გამოფენას და ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში ფეხით გაისეირნა.


Print