პოლიტიკა
ქუთაისის მერს ბრალდებებს უყენებენ - საარჩევნო პიარს ბიუჯეტიდან იფინანსებს
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გაზეთის "ანგარიში ხალხს" გამოცემას და მის კარდაკარ გავრცელებას აპროტესტებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები გაზეთის გავრცელებას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აფასებენ.

"ამ გაზეთის არსებობა პირდაპირი მიმანიშნებელია იმისა, რომ მურღულია საარჩევნოდ ემზადება და პიარს ბიუჯეტიდან იფინანსებს,"- აცხადებს "ევროპა ჩვენი სახლიას" ხელმძღვანელი, გია გოქაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ გაზეთი არ ემსახურება წინასაარჩევნო პიარ-კამპანიას.

"პიარს ემსახურება, მაგრამ არა საარჩევნო პიარს," - განმარტავენ მერიის პრეს-სამსახურში.  

გაზეთი სახელწოდებით "ანგარიში ხალხს" ქუთაისში მიმდინარე წლის 11 მაისიდან გავრცელდა.

ქუთაისის მერიამ გაზეთი25 ათას ეგზემპლარად დაბეჭდა, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 9 ათასი ლარი დაუჯდა.









Print