პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძეს ხონისა და ვანის ოლქში მაჟორიტარობა სურს
FaceBook
ლორთქიფანიძე საკუთარ შანსებს მაღალ შეფასებას აძლევს.
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, დავით ლორთქიფანიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის სურვილს გამოთქვამს.

ლორთქიფანიძემ ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყრილობამდე ერთი დღით ადრე განაცხადა. დეპუტატი არჩევნებზე საკუთარ შანსებს მაღალ შეფასებას აძლევს.

"მაქვს პრეტენზია და დიდი შანსი, რომ ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში განვიხილებოდე მაჟორიტარობის კანდიდატად", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

"ქართული ოცნების" ყრილობა ხვალ, სპორტის სასახლეში ჩატარდება. ხვალვე დაკომპლექტდება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიას, სავარაუდოდ, ის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Print