პოლიტიკა
"ზოოპარკი მოიკითხეთ ივანიშვილის აკვარიუმში" – "ნაციონალები“ მანანა კობახიძეს
FaceBook
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის მესამე მუხლის განხილვას საპარლამენტო უმრვალესობასა და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოყვა.

ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომის წამყვანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საკითხის შესახებ უმცირესობის წარმომადგენელს, გიორგი კანდელაკს კითხვის დასმის საშუალება არ მისცა.

კობახიძის განმარტებით, შეკითხვა  "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატთა შეკითხვები ერთმანეთის იდენტური იყო.

"რა იცით თქვენ წინასწარ რა კითხვის დასმა მინდა?" - მიმართა გიორგი კანდელაკმა კობახიძეს, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატებს წესრიგისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ პარლამენტი ზოოპარკი არაა.

"ზოოპარკი მოიკითხეთ ივანიშვილის აკვარიუმში," - ასეთი იყო "ნაციონალი" დეპუტატების პასუხი მანანა კობახიძის მოწოდებაზე.

სხდომაზე გამოცხადდა ხუთწუთიანი შესვენება, რომლის დროსაც უმცირესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გამართა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა კითხვების დასმის გარეშე გაგრძელდა.
Print