პოლიტიკა
TI - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს
FaceBook
არასამთავრობომ ორგანიზაცია " საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციას აძლევს.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსში ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს, რათა არ მოხდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქმიანობის პარალიზება.

"გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არ ითვალისწინებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი სამართლებრივი ხარვეზის რეგულირების წესებს, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რათა თავიდან იქნას აცილებული მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი შტოს საქმიანობის შეფერხება", - ნათქვმია "გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ  რეკომენციაში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე ანტიკორუფციული საბჭოს წარმომადგენლება 25 აპრილს დააკავეს. თუმცა, დაკავებამდე გეგეშიძემ თავისი ერთადერთი მოადგილის, გელა მშვილდაძის სამსახურიდან გათავისფლება მოასწრო, რის გამოც გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა.

თავის მხრივ, ბაღდათის გამგებლის გათავისუფლებული მოადგილე სამსახურში აღდგენას ითხოვს, რისთვისაც მან ქალაქის მაგისტრატ სასამართლოს მიმართა.

ამჟამად, ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს გადაწტყვეტილებაზეა დამოკიდებული აღდგება თუ არა გამგებლის ყოფილი მოადგილე დაკავებულ თანამდებობაზე.


Print