პოლიტიკა
ამ თემასთან დაკავშირებით საუბარიც გვქონია - გია თევდორაძე ვაშაძესთან გადასვლაზე
FaceBook
"უბრად კი არ ვიყავით. ეს გადაწყვეტილებაც ერთ წუთში არ მიღებულა".

"ამ თემასთან დაკავშირებით საუბარიც გვქონია, უბრად კი არ ვიყავით. ეს გადაწყვეტილებაც ერთ წუთში არ მიღებულა. იყო გარკვეული პერიოდი, რომ ემზადებოდა რაღაცისთვის და ეს ფაქტია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირადი ურთიერთობა და პოლიტიკა განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ მიმაჩნია, რომ გიორგის ეს ნაბიჯი, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ადამიანის პოლიტიკურ წისქვილზე ასხამს წყალს. ამის გამო, მასთან ერთად ერთად ამ საკითხში არ ვიქნები", - ასეთ განმარტებას აკეთებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი და"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გია თევდორაძე ყოფილ თანაგუნდელთან, გიორგი ვაშაძის ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ქუთაისპოსტთან საუბარში გია თევდორაძე ირწმუნება, რომ მისი და გიორგი ვაშაძის ამჟამინდელი პოლიტიკური ხედვები განსხვავბეულია, რის გამოც მასთან ერთად ვერ იქნება.

"ნაციონლური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლის ბერკეტები მხოლოდ მათი პოლიტიკური გუნდის მიერაა შესაძლებელი.


"მიმჩანია, რომ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილების გზა, რომელიც ამ წუთში ნებისმიერი ნამუსიანი მოქალაქის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს, გადის მხოლოდ და მხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე და მის პოლიტიკურ გუნდზე, ამიტომ მე ვიყავი და ვრჩები ამ პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ აქტიურ წევრად", - ამბობს გია თევდორაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა. ახალი პოლიტიკური მოძრაობის პირველი ოფისი კი 9 მაისს ქუთაისში საცხოვრებელ სახლში გახსნა.

Print