პოლიტიკა
სამი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა "გირჩს" შესწირეს
FaceBook
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა სამი თვის განმვალობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი)  28 476 ლარის შემოწირულობა მიიღეს.

ამ პერიოდში 184 ფიზიკური პირისგან ფულადი შემოწირულობები 14-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო.

შემოწირულობების სახით ყველაზე მეტთი თანხა "გირჩმა" - 168 058 ლარი მიიღო, 143 283 ლარი - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა", "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" - 45 070 ლარი, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 30 097 ლარი.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, სამი თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებიდან ყველაზე ცოტა თანხა, 5 ლარი,  პოლიტიკურმა პარტიამ "განახლებული საქართველოსთვის" მიიღო.










Print