პოლიტიკა
ქუთაისში სანაგვე ურნას ცეცხლი გაუჩნდა
FaceBook
თამარ მეფის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია. 
ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე განთავსებულ საგავე ურნას ცეცხლი გაუჩნდა

შემთხვევის ადგილზე იმყოფება სახანძრო სამაშველო სამსახური და გაჩენილ ხანძარს ამ წუთებში აქრობენ.

როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, ცეცხლი სანაგვე ურნაში არსებულ ქაღალდებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა.

თამარ მეფის ქუჩაზე ამ წუთებში მოძრაობა შეზღუდულია.

Print