„ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის ორთვიან კამპანიას იწყებს,
რომლის კულმინაციაც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,
თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქცია იქნება. ამის შესახებ ბრიფინგზე
განაცხადა „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი
ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, კამპანიის მთავარი მიზნებია მოქალაქეებთან პირდაპირი
კომუნიკაციის გაძლიერება, პროპაგანდის განეიტრალება, საზოგადოებაში
არსებული პროტესტის პოლიტიკურ ქმედებად გარდაქმნა და შიშის
დაძლევა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინიციატივა არ ეკუთვნის მხოლოდ
კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და მასში ჩართვა შეუძლია როგორც სხვა
ჯგუფებს, ისე აქტიურ მოქალაქეებს. კამპანიის ფარგლებში იგეგმება
აქტიური მუშაობა რეგიონებსა და ქალაქებში, ხოლო 26 მაისს თბილისში
ფართომასშტაბიანი შეკრება გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები