პოლიტიკა
„მოქალაქეთა ჩართულობა მხოლოდ პროტესტით არ უნდა შემოიფარგლოს“
FaceBook
„ჩვენ გვინდა, მოქალაქეებს ჰქონდეთ არა მხოლოდ პროტესტის, არამედ მუდმივი და ეფექტური ჩართულობის საშუალება“,
— განაცხადა ქუთაისში გამართულ ფორუმზე სამოქალაქო აქტივისტმა და „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლევან ჩხაიძემ.

29 მარტს ქუთაისში სამოქალაქო ფორუმი — „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის ქუთაისში“ გაიმართა. მისი ორგანიზატორი „თავისუფლების მოედანი" იყო.

მათი თქმით, ფორუმის მთავარი მიზანი, რეგიონებში დაგროევებული გამოცდილების და რეალური საჭირობების ეროვნულ დღის წესრიგში გადმოტანა იყო.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ქუთაისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა ქალაქისა და რეგიონის როლის გაძლიერებაზე ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალში.



ფორუმზე აღინიშნა, რომ ქუთაისს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, თუმცა მისი სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია ახალი ხედვა, მოქალაქეების აქტიური ჩართულობა და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოციალური გამოწვევები — ახალგაზრდების მასობრივი გადინება, სამუშაო ადგილების დეფიციტი და რეგიონში სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.

ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებრივი შეთანხმების ჩამოყალიბებას ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე. 
Print