პოლიტიკა
"ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლა შეწყვიტა“
FaceBook
6 მარტიდან ევროკომისიამ გააუქმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა.

“შესაბამისად, ოფიციალური მიზნებით შენგენის ზონაში შესვლისას მათ ვიზა დასჭირდებათ”, — აღნიშნავს ევროკომისია და ხაზს უსვამს, რომ ეს პირველი შემთხვევაა ახალი, გაძლიერებული ვიზის შეჩერების მექანიზმის გამოყენების.

ევროკომისიის პრესრელიზის მიხედვით, გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ვალდებულებების მუდმივი და განზრახ დარღვევის გამო, განსაკუთრებით დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში.

განსაკუთრებული მიზეზები:

2024 წლის ოქტომბრის შემდეგ მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებები;

ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დარღვევები;

ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან ჰარმონიზაციის უარყოფა, რაც უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ ეს ქმედებები ძირს უთხრის სავიზო ლიბერალიზაციის პრინციპებს.
Print