აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკულმა
ძალებმა ირანის დრონების გადამზიდავ ხომალდზე იერიში მიიტანეს.
სარდლობის ინფორმაციით, დარტყმის შემდეგ ხომალდი
ცეცხლშია გახვეული.
საუბარია ირანის სამხედრო გემზე „შაჰიდ ბაღერი“, რომელიც გადაკეთებული
სავაჭრო ხომალდია და ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატის განთავსება
შეუძლია. აშშ-ის სამხედროების თქმით, გემი ზომით დაახლოებით მეორე
მსოფლიო ომის დროინდელ ავიამზიდს შეედრება.
რეგიონში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2026 წლის 28 თებერვალს
აშშ-მა და ისრაელმა ირანში სამხედრო ობიექტებზე კოორდინირებული
ავიაიერიშები განახორციელეს. ოპერაცია მიზნად ირანის სამხედრო
ინფრასტრუქტურისა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ობიექტების
დასუსტებას ისახავდა.
ამის შემდეგ ირანმა საპასუხოდ დრონებითა და რაკეტებით იერიშები
მიიტანა როგორც ისრაელზე, ისე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და მოკავშირე
ქვეყნებზე ახლო აღმოსავლეთში. შეტაკებები რამდენიმე რეგიონშიც
გავრცელდა და დაძაბულობა კვლავ იზრდება.
მასალის გამოყენების პირობები