"ხალხის ძალის“ დეპუტატი სოზარ სუბარი გუბერნატორის ინსტიტუტის
გაუქმების ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სუბარის შეფასებით, გუბერნატორის ინსტიტუტი მოძველებულია და
მმართველობის სისტემაში ზედმეტ ბიუროკრატიულ რგოლს წარმოადგენს, რაც
გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებს.
დეპუტატის თქმით, რეგიონული მართვის სფეროში უკვე ფუნქციონირებს
სამინისტრო, რომელსაც ფართო უფლებამოსილებები აქვს, ამიტომ პარალელური
სტრუქტურის არსებობა არაეფექტიანია.
„არ მესმის, რატომ უნდა არსებობდეს ზედმეტი რგოლები — ან ერთი უნდა
გაუქმდეს, ან მეორე. ჩემი აზრით, გუბერნატორის ინსტიტუტი
მოძველებულია.
გუბერნატორების უმრავლესობას პირადად ვიცნობ და პატივს ვცემ, თუმცა
სამინისტროს შექმნის შემდეგ, რომელსაც დიდი ფუნქციები აქვს, ეს
ინსტიტუტი უკვე ზედმეტ რგოლად მიმაჩნია“, — განაცხადა სუბარმა.
დღეს საქართველოში სულ 9 რეგიონია (მხარე), შესაბამისად — 9
სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი).
ეს რეგიონებია:
იმერეთი
კახეთი
მცხეთა-მთიანეთი
შიდა ქართლი
ქვემო ქართლი
სამეგრელო–ზემო სვანეთი
გურია
სამცხე–ჯავახეთი
რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
თითოეულ რეგიონში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს პრემიერის მიერ
დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი).
1996 წელს შეიქმნა „პრეზიდენტის რწმუნებული რეგიონში“ (ე.წ.
გუბერნატორი) — ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი
რეგიონებში.
ამ მოდელმა მცირე ცვლილებებით დღემდე მოაღწია: გუბერნატორები კვლავ
ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინიშნებიან და სახელმწიფო რწმუნებულებად
იწოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები