პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ხალხის ძალა" შეიქმნა
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია "ხალხის ძალა" დარეგისტრირდა.

ფრაქციამ პირველი სხდომა უკვე გამართა, სადაც თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს.

საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალა" სამი დეპუტატით დაკომპლექტდა. მისი თავმჯდომარე "ოცნების" დეპუტატი აკაკი გიორგაძე იქნება, წევრები კი - ასევე "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრები, მიხეილ გიორგაძე და მამუკა სინაურიძე.

ისინი უფლებამოსილებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის და ბიუროს მიერ ცნობად მიღების შემდეგ შეუდგებიან.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ამ დროისთვის, ორი ფრაქციაა შექმნილი: ფრაქცია "ქართული ოცნება" და "ძალხის ძალა".

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარია.
Print