პოლიტიკა
ვინ მოხვდა ქუთაისის ახლადარჩეულ მერვე მოწვევის საკრებულოში
FaceBook
ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოში 25 ახლადარჩეული წევრიდან 22 მანდატი "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის, სამი კი - ოპოზიციას. 

"ლელოს", გირჩს" და "გახარიას" პარტიას თითო მანდატი ერგოთ, თუმცა, პირველივე სხდომას, მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის  ("გირჩის") წარმომადგენელი ესწრება. 

ასე გამოიყურება, ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა:

მაჟორიტარი დეპუტატები:

ავტოქარხნის პირველ მაჟორიტარულ ოლქში არჩეულია - ალექსანდრე თამაზაშვილი;

ავტომშენებლის მეორე მაჟორიტარულ ოლქში - მიხეილ გიორგაძე;

გამარჯვების მაჟორიტარულ ოლქში - ბესიკ ჩეჩელაშვილი;

უქიმერიონის მაჟორიტარულ ოლქში - ამირან კოპალეიშვილი;

ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარულ ოლქში - სალომე სარალიძე;

საფიჩხიის მაჟორიტარულ ოლქში - მარეხი ნიჟარაძე;

კახიანოურის მაჟორიტარულ ოლქში - ლაშა გვენეტაძე;

ძელქვიანის მაჟორიტარულ ოლქში - კობა ფხაკაძე;

ნიკეას მაჟორიტარულ ოლქში - მამუკა სინაურიძე;

სულხან-საბა-ვაკისუბნის მაჟორიტარულ ოლქში კი არჩეულია გიორგი იობაშვილი.

ამასთან, პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების 15 მანდატი გადანაწილდა სამ სუბიექტზე. აქედან, 12 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და არჩეულია კომისიის წევრები:  შოთა ჯიშკარიანი; გიორგი კიკვაძე; სანდრო ნერგაძე; მანანა ჩიხლაძე; ბიქტორ გვეტაძე; მაგდა კოსტავა; დიმიტრი მხეიძე; შალვა მშვილდაძე; ჯემალ ბიბილეიშვილი; გიორგი ჭიღვარია; დავით ნიშნიანიძე და დავით დვალი.

ოპოზიციური პარტიები:

"გირჩი" -  ქუთაისის საკრებულოს წევრად არჩეულია თეკლა მებურიშვილი.

"ძლიერი საქართველო ლელო" -  საკრებულოს წევრად არჩეულია ალექსანდრე მიქაუტაძე.

"გახარია საქართველოსთვის" -  საკრებულოს წევრად არჩეულია ელეონორა არჩაია.

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა.

საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევდნენ.

Print