დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ტარდება, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
ოპოზიციის გარდა, ასევე, ბოიკოტს უცხადებს ამომჩევლის ნაწილიც. ისინი
ამბობენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.
" აქამდე, თუკი არჩევანს ვაკეთებდით ცუდსა და უარეს შორის, ახლა ესეც
აღარ შეგვიძლია. ამ არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტიაა, ოღონდ სხვადასხვა
სახელით. ამიტომაც აზრი აღარ აქვს არჩევნებზე წასვლას", - ამბობენ
ამომრჩევლები.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს პარტიებმა: „კოალიცია
ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“
და სხვა.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც
არსებობის 31- წლიანი ისტორიის განმავლობაში არ დააკვირდება
"სამართლიანი არჩევნები". ასევე არ დააკვირდება საია და "საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველო".
ამ არჩევნებს, ასევე, არ დააკვირდება ეუთო/ოდირიც.
4 ოქტომბრის არჩევნებისათვის, ცესკოში რეგისტრირებულია 27 ადგილობრივი
და 28 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია.
4 ოქტომბრის არჩევნები, საქართველოს მასშტაბით, 64 მერისა და 64
საკრებულოს 2 058 წევრის ასარჩევად ტარდება.
ცესკო-ს მონაცემებით, ამ არჩევნებისთვის, საქართველოში, ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობა 3 13 818-ს შეადგენს. მათივე ცნობით, ქვეყნის
მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.
მასალის გამოყენების პირობები