პოლიტიკა
სასამართლომ სააკაშვილს და ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, ბიუჯეტში, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა
FaceBook
სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა.


შედეგად, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, ბიუჯეტში, ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას ერთად, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად 8 392 827 ლარი განესაზღვრათ. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს, დამატებით, გადასახდელად განესაზღვრა 631 540 ლარი.

ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგაც, სასამართლოში მათ წინააღმდეგ, გაფლანგული ფულის, რომლის ოდენობაც 9 მილიონ ლარამდეა, ამოღების მიზნით, სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო.
Print