4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, "ქართულ
ოცნებას" იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 4 მუნიციპალიტეტში კონკურენტი
არ ჰყავს.
ბაღდათში, ვანში, ტყიბულსა და საჩხერეში მხოლოდ ერთი, მმართველი
პარტიის კანდიდატია
დარეგისტირებული.
კერძოდ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მერობისთვის "ოცნებიდან" ნოდარ
გიორგიძე "იბრძოლებს", ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი, ტყიბულში -
დავით კუბლაშვილი, საჩხერეში კი - ლევან ივანიშვილი.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ოპოზიციას კანდიდატი არ ჰყავს
წარდგენილი.
დანარჩენ 8 მუნიციპალიტეტში კი "ოცნებას" ოპოზიციური პარტიებიდან ხან
ერთი, ხან კი ორი კონკურენტი ჰყავს.
კანდიდატები, რომლებიც იმერეთში, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის,
მერობისთვის "იბრძოლებენ":
ზესტაფონის მერობის კანდიდატები:
1. გიგი ნებიერიძე - „საქართველო“
2. ქართლოს პერანიძე - „გახარია საქართველოსთვის“
3. ვახტანგ ღამბაშიძე - "ქართული ოცნება"
ბაღდათის მერობის კანდიდატი:
1. ნოდარ გიორგიძე - "ქართული ოცნება"
ვანის მერობის კანდიდატი:
1. ალექსანდრე გოგორიშვილი - "ქართული ოცნება"
სამტრედიის მერობის კანდიდატები:
1. ბადრი ვაშაკიძე - "ძლიერი საქართველო-ლელო"
2. დავით ბახტაძე - "ქართული ოცნება"
ხონის მერობის კანდიდატები:
1. გელა ბობოხიძე - "ძლიერი საქართველო-ლელო"
2. ლადო ჯურხაძე - "ქართული ოცნება"
ჭიათურის მერობის კანდიდატები:
1. ზაზა ჭუმბურიძე - „გახარია საქართველოსთვის“
2. გივი მოდებაძე - "ქართული ოცნება"
ტყიბულის მერობის კანდიდატი:
1. დავით კუბლაშვილი - "ქართული ოცნება"
წყალტუბოს მერობის კანდიდატები:
1. ქეთევან ბაკარაძე - „გახარია საქართველოსთვის“
2. გენადი ბალანჩივაძე - "ქართული ოცნება"
ქუთაისის მერობის კანდიდატები:
1. გიორგი ამაღლობელი - „საქართველო“
2. პაატა ზაქარეიშვილი - „გახარია საქართველოსთვის“
3. დავით ერემეიშვილი - "ქართული ოცნება"
ხარაგაულის მერობის კანდიდატები:
1. ინგა მაღრაძე - "ძლიერი საქართველო-ლელო"
2. კობა ლურსმანაშვილი - "ქართული ოცნება"
თერჯოლის მერობის კანდიდატები:
1. სულიკო ზარნაძე - „გახარია საქართველოსთვის“
2. მანუჩარ რობაქიძე - "ქართული ოცნება"
საჩხერის მერობის კანდიდატი:
1. ლევან ივანაშვილი - "ქართული ოცნება"
ცესკოს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12
პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. 63 მუნიციპალიტეტში სულ
რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი. რაც შეეხება ადგილობრივ
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის
კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2228 კანდიდატი.
2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია
ჩანიშნული, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები