პოლიტიკა
სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა
FaceBook
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა.

ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე",- განაცხადეს სუს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2021-2024 წლებში იკავებდა.
Print