ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძოლებს".
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა
ლალიაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე
სამი კანდიდატი დარეგისტრირდა.
ესენი არიან: "ქართული ოცნებიდან" დავით
ერემეიშვილი; „გახარია საქართველოსთვის“ პარტიამ ქუთაისის მერის
პოზიციაზე პაატა ზაქარეიშვილის კანდიდატურა წამოაყენა, რომელიც
პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგია.
ასევე, ქუთაისის მერობის სურვილი გამოთქვა გიორგი ამაღლობელმა,
რომელიც პარტია „საქართველოს“ წარმომადგენელია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების
რეგისტრაციის ვადა დასრულებულია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები