„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები
წარადგინა.
მერობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძის დაასახელა.
"პრინციპში, ხშირ შემთხვევაში, უკვე ცნობილია კანდიდატების ვინაობა,
ბანერები და ბილბორდებიც არის გამოკურლი . იმერეთში მოქმედ მერს ან
მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში",
- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კანდიდატები იმერთის რეგიონში :
ქუთაისში - დავით ერემეიშვილი;
საჩხერეში - ლევან ივანაშვილი;
ჭიათურაში - გივი მოდებაძე;
ხარაგაულში - კობა ლურსმანაშვილი;
თერჯოლაში - მანუჩარ რობაქიძე;
ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი;
სამტრედიაში - დავით ბახტაძ;ე
ხონში - ლადო ჯურხაძე;
წყალტუბოში - გენადი ბალანჩივაძე;
ბაღდათში მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი
თავმჯდომარე - ნოდარ გიორგიძე;
ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ვახტანგ
ღამბაშიძე;
ხოლო ტყიბულში - დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე
ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიულ
ორგანიზაციას.
თბილისში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოქმედი მერი, კახა კალაძე
იქნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის
თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები