პოლიტიკა
4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ცესკო-ს 17-მა პარტიამ მიმართა
FaceBook
ცესკო-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ცესკო-ს 17-მა პარტიამ მიმართა,
მათგან 14 უკვე რეგისტრირებულია, სამი კი განხილვის პროცესშია.

არჩევნებისთვის უკვე რეგისტრირებული არიან პარტიები:

1.„ქართული ოცნება“,

2.„ძლიერი საქართველო – ლელო“;

3.„გახარია საქართველოსთვის“;

4.„გირჩი“;

5. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

6. „კონსერვატორები საქართველოსთვის“;

7. „მამული, ენა, სარწმუნოება“;

8. „სახალხო ხელისუფლება“;

9. „საქართველო“;

10. „მემარცხენე ალიანსი“;

11. „ქართველ ერთობა“;

12. „მწვანეთა პარტია“;

13. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;

14. „თავისუფალი საქართველო“.

რეგისტრაციის საკითხი ჯერ კიდევ განიხილება სამი პარტიისთვის. ესენია: „მესამე გზა“; „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“; „დემოკრატთა ალიანსი“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
Print