პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა
FaceBook
"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა.
შესაბამის ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.

„საქართველოს კონტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუქტის „გ" ქვეპუნტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2025 წლის 4 ოქტომბერს“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის N05/08/01 განკარგულებაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი. ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს „ლელო“ და "გახარიას" პარტია, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს.
Print