იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი
დაინიშნა.
სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ახალი მოადგილე
თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
მამუკა ხიმშიაშვილი კურატორობას გაუწევს: ქონების პრივატიზებისა და
სასარგებლო წიაღისეულის საკითხებს, სახელმწიფო შესყიდვებს,
უხელმძღვანელებს სატენდერო კომისიას, ასევე განესაზღვრა კოორდინაცია
სამინისტროებთან და მათ რეგიონულ დაწესებულებებთან. გარდა ამისა,
ჩაიბარა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება.
დღემდე ის იყო ქუთაისის მერის მოადგილე, 2023-2024 წლებში ცაგერის
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, 2021-2023 წლებში
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. სხვადასხვა პერიოდში
მუშაობდა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის, იუსტიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროებში.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების ადგილი ვაკანტური მას
შემდეგ გახდა, რაც ლევან კიკნაველიძემ და ლევან სანიკიძემ
თანამდებობები დატოვეს. ერთ-ერთ მოადგილედ
გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნა. იგი დაკავებულ პოსტს
მეორედ იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები