პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act მიიღო
FaceBook
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act მიიღო.
კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.
აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრის შედეგები ასე გამოიყურება: ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. ბოლო ეტაპი კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერაა.

დოკუმენტში წერია, რომ MEGOBARI აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება:

• 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებული ყველა პირი;

• მოქმედ მაღალჩინოსნებს;

• მათ ახლო ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებებიდან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ;

• ასევე მათ, ვინც მონაწილეობდა კორუფციაში ან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეჩერებას ცდილობდა.
Print