პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილს, საზღვრის კვეთის საქმეზე, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
FaceBook
სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთისთვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ აღნიშნულ განაჩენს საქალაქო სასამართლოს 12 მარტს მიღებული გადაწყვეტილება დაუმატა და ჯამში, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა სამ საქმეზე აქვს მისჯილი.

სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. პოლიციამ იგი არჩევნების წინა დღეს დააკავა. დაკავებამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში ყოფნის დასადასტურებლად ვიდეოებს ფეისბუკგვერდით ავრცელებდა.

Print