პოლიტიკა
"ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი აღარ ეპარება ეჭვი, რომ ისინი მარცხდებიან"
FaceBook
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია 26 ოქტომრის არჩევნებზე დამარცხდება.
რის გამოც, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრო აცხადებს, ხავს ეჭიდებიან და  ემიგრაციაში მყოფილი ქართველებისთვის საარჩევნო უბნების დამატება. 

„ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი აღარ ეპარება ეჭვი, რომ ისინი მარცხდებიან. მორიგ დიდ სამარცხვინო მარცხს მიიღებენ 26 ოქტომბერს. ამიტომ ეკიდებიან ხავსს. მოიფიქრეს, მოდი, დამატებით უბნები დავამატოთ საზღვარგარეთ. მათ არაფერი უშველით, უბნის დამატებას წყვეტს ხელისუფლება.

თუ დიასპორის წარმომადგენელს უნდა არჩევნებში მონაწილეობა, ეს შეუძლიათ. საელჩოებში შესაბამისი უბნებია გახსნილი. ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ან ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მონაწილეობა. ვინმეს ვუშლით, თუ ეკრძალებათ მათ მონაწილეობის მიღება?", - განაცხადა ქუთაისში პარტიულ აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, არჩევნებში მათი ამოცანა დამაჯერებელი გამარჯვება და საკონსიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა და არცერთი მიზეზი არ უნდა დაუტოვოს „დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ ოპოზიციას“.

შეხვედრა  მესხიშვილის თეატრში გაიმართა, რომელიც ჟუნალისტებისათვის დახული იყო.

პარტიულ  წინასაარჩევნო სამობილიზაციო შეხვედრაზე მხარის და ქალაქის პირველი პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგნლებთან  ერთად ესწრებოდნენ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები უკვე გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება. 

ამავე თემაზე:


Print