პოლიტიკა
"ლელოს" წევრები ქუთაისელ ამომრჩევლებს შეხვდნენ
FaceBook
პარტია"ლელოს" წარმომადგენლები ქუთაისში მოქალაქეებს შეხვდნენ და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ასევე პარტიის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, საქართველოს მთავრობა პრორუსულია და ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს კლავს, რის ნათელი მაგალითიც რუსული პროპაგანდა და ქვეყანაში რუსული მაუწყებლობაა. გარდა ამისა, პარტიის ლიდერის მამუკა ხაზარაძის განმარტებით, საქართველო ეკონომიკურად თითქმის მთლიანად დამოკიდებული რუსეთზე, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

"ეს დამოკიდებულება ციფრებში ასე გამოისახება: ბენზინის 95 % რუსეთიდანაა შემოტანილი, პურის 97% რუსეთიდან შემოდის. ქათული ღვინის 65-70% რუსეთში გადის. გამოდის ყველაზე სტარტეგიული პროდუქცია რაც გვაქვს, რუსეთის ბაზარზეა მიბმული. ეს რა თქმა უნდა, საშიშროებას წარმოადგენს, რადგან გვახსოვს 2006 წელი, როცა პუტინმა ეს ბაზარი გადაკეტა. ეს რსაქართველოს მთავრობა კი თავს რუსულ პროპაგანდას გვახვევს. ანაკლიის პორტის მშენებლობაც იმიტომ შეაჩერეს, რომ ეს რუსეთისთვის არ იყო ხელსაყრელი. ამას ემატება კორუფცია. ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეკონსტრუქციისთვის 15 მილიონი ლარი გამოიყო. 15 მილიონი რაში სჭირდება ერთი ბაღის რეკონსტრუქციას?, "  - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

რაც შეეხება პარტიის გეგმებს, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია პენსიამ 4 წელიწადში 1000 ლარს მიაღწიოს. გარდა ამისა, პარტიის ლიდერის თქმით, როკფესტივალისთვის გამოყოფილი მილიონები კურდამთავრებულების ანაზღაურებად სტაჟირებას უნდა მოხმარდეს, რაც ახალგაზრდების დასაქმების და უმუშევრობის დამარცხების საქმეში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

მამუკა ხაზარაძე ასევე აღნიშნავს, რომ უნდა აიკრძალოს რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზიების მუშაობა.

2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რისტვის მზადება უკვე დაიწყეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლემა. 

ქუთაისიპოსტი  პოლიტიკური პარტიების  აქტიურობას თანაბრად გააშუქებს.
Print