პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი გადადგა
FaceBook
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აზარაშვილმა დაკავებული პოსტი პრემიერთან საუბრის შემდეგ დატოვა. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა. ამ დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მანამდე კი აზარაშვილი, 10 თვის განმავლობაში, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.


Print