პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს
FaceBook
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მეორე ვადით პრემიერის პოსტზე ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პერიოდში დავიწყე ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში უფრო აქტიური მონაწილეობისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 2013 წელს დაიკავა, 2015 წლის 30 დეკემბერს კი თანამდებობა დატოვა. 2021 წლის 22 თებერვალს კი პრემიერ-მინისტრად მეორედ დაინიშნა.


Print