პოლიტიკა
ქუთაისის მერიის შენობაზე დროშა დაუშვეს
FaceBook

სახელმწიფო დროშა ასევე დაუშვეს პარლამენტის შენობაზეც.



საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
სახელმწიფო დროშა ასევე დაუშვეს, პარლამენტის შენობაზეც.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.
.

 

Print