პოლიტიკა
"მომავალ წელს, დეკემბერში იქნება განხილული ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი"
FaceBook
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებიით, სქართველოსთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის განხილვა მომავალი წლის დეკემბერში იქნება.
მისივე თქმით, ამისთვის დაწყებულია ცხრა პრიორიტეტის შესრულება, რომელიც ინტენსიურად გაგრძელდება.

„თავიდან ბოლომდე, უფრო ადრეც ვიქნებით ჩვენ მზად, რათა საქართველოსთვის გაიხსნას მოლაპარაკებები. ყველამ იცის, რომ რეალურად, ყველა თვალსაზრისით, საქართველო წინ უსწრებს, როგორც უკრაინას და მოლდოვას, ისე მთელ რიგ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, რომლებთანაც უკვე გახსნილია მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ დეკემბრისთვის ვიქნებით თავიდან ბოლომდე მზად მოლაპარაკების გასახსნელად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

ევროკომისიამ 8 ნოემბერს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილება კი, ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს მიიღო.
Print