პოლიტიკა
"ოცნებამ" იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ორგანიზაციების თავმჯდომარეები აირჩია
FaceBook
„ქართული ოცნება“  2024  წლის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება.
მმართველმა პარტიამ საქართველოს  მასშტაბით,  მათ შორის  იმერეთის რეგიონშიც პარტიული კონფერენციები უკვე დაასრულა, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩია.

ბოლო კონფერენციები  ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეში  ჰქონდათ. 

„ოცნებამ“ ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებად, უმეტეს შემთხვევებში, მუნიციპალიტეტების მერები აირჩია. გამონაკლისი ქუთაისი და ვანი აღმოჩნდა, სადაც აღნიშნულ პოზიციები  საკრებულოს თავმჯდომარეებს ჩააბარეს. 

სულ კონფერენციები იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის 73 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება.


ამავე თემაზე:

„ქართული ოცნების“ ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარედ კობა ლურსმანაშვილი აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გია ბასილაძე აირჩიეს

Print