პოლიტიკა
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა დატოვა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დარეჯან ფხაკაძემ ფრაქცია დატოვა.

დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ პარტიაში თავს ვეღარ ხედავს და სამომავლოდ, არცერთ პარტიასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

„პარტია დაშლილია და რა აზრი აქვს იქ გაჩერებას? დიდი იმედებით ვიყავი შემოსული, პარტიის ერთგული ვიყავი ყველანაირად, მაგრამ ვერ ვუყურებ წინსვლას და რამე ნორმალურს. იმედი გამიცრუვდა, რაც ამათ ერთმანეთს დაუწყეს კბენა და ჩხუბი. მე არ მიღალატია მათთვის, მაგათ მიღალატეს პირიქით. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" და პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“,- განმარტა დარეჯან ფხაკაძემ.

იგი საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

დარეჯან ფხაკაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი, 2021 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა.

ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პარტიის დაარსების დღიდან იყო.










Print