პოლიტიკა
ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დღეს გამოცხადდება
FaceBook
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.
ანგარიშში ევროკომისია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შეაფასებს, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

შეფასებითი დოკუმენტი იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეფორმებს დაეყრდნობა, რომლებიც ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად 2022 წლის ივნისის შემდეგ გატარდა.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ პრესკონფერენციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და კომისარი ოლივერ ვარჰეი გამართავენ.

გაფართოების შესახებ ანგარიში ათ ქვეყანას მოიცავს. საქართველოს გარდა, ანგარიშში საუბარი იქნება შემდეგ ქვეყნებზე: თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცოგოვინა და კოსოვო.

ევროკომისიის გადაწყვეტილება დღეს, 8 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გამოცხადდება.

სწორედ ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები EU-ს გენერალურ საქმეთა საბჭოზე გაფართოების საკითხებს 12 დეკემბერს უყრიან კენჭს.



Print